ევროსასამართლომ რუსეთს ჩხრეკის დროს მოკლული კურიევის ოჯახისთვის 60.000 ევროს გადახდა დააკისრა

2014 წელს ინგუშეთი შეძრა მუსლიმ კურიევის მკვლელობამ. 32 წლის ინგუში ახალგაზრდა რუსმა ძალოვანებმა სახლის ჩხრეკის დროს ჩაცხრილეს. კურიევი დედასთან ერთად ერთ ოთახიან სახლში ცხოვრობდა, მუშაობდა მშენებლობაზე.
რუსი ძალოვანების მიერ მოკლულის დედა ლაილა კურიევა, 7 წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, მაგრამ რუსეთში არაფერი გამოუვიდა. მისმა ადვოკატმა ევროსასამართლოს მიმართა. ევროსასამართლომ განაჩენი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ინგუშური მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციას ლაილა კურიევასთვის 60.000 ევროს გადახდა დააკისრა.
ყველა თქვენგანს ამ ამბავმა ალბათ პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილი გაგახსენათ, რომელიც ასევე სახლის ჩხრეკისას ჩაცხრილეს.
თავის ქვეყანაში სამართალს ვერც მაჩალიკაშვილები პოულობენ. მათი იმედიც სტრასბურგია და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსასამართლო.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიიოსებ ხახალეიშვილი – ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ აქციის შესახებ, მაგრამ ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი – ნინო ბურჯანაძის გამოჩენამ გარკვეულად გაუსვა ხაზი იმ ფიქრს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ჩვენი ქვეყნისთვის