ევროსასამართლომ გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. უგულავას თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა.

“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.

შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.

ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა”, – წერს უგულავა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ღარიბაშვილზე: „რა უნდა დავუწუნო, ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია”
შემდეგი სტატიაპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს