ევროსასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რაც ძალიან ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის- ნაცვლიშვილი

ევროსასამართლოს მიერ დადგენილი მე-18 მუხლის დარღვევა ყურადსაღები უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის- აცხადებს “ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯოდმარე ანა ნაცვლიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას:

“როგორც სტრასბურგის სასამართლოს პალატის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებასთან, ასევე დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეჩვენება, რომ ორივე მხარე ცდილობს სათავისოთ განმარტოს ეს გადაწყვეტილება და სიმართლე არის შუაში. ეს გადაწყვეტილება არ ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, პირიქით, გადაწყვეტილებაში ძალიან ცალსახად წერია, რომ განსხვავებით მოსარჩელის არგუმენტისგან, რომ მისი დაკავება ემსახურებოდა პოლიტიკური სცენიდან ჩამოყვანას, ეს არ დასტურდება. თუმცა, სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც ძალიან სერიოზული და ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის. კონკრეტულად მან თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავების მიზანი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა, ვინაიდან ეს გამოყენებულ იქნა სხვა საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად. ეს არ არის ის მიგნება სასამართლოს მხრიდან, რომლის პირობებში ხელისუფლებამ თავი დაიმშვიდოს, რომ არაფერი არ მომხდარა. ძალიან ცუდია ამ მუხლის დარღვევა. გამოძიების განახლებას რა შედეგი შეიძლება პრაქტიკაში მოყვეს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ თავის დროზე უნდა გამოძიებიათ ეს ამბავი. მაგრამ, პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების დაკნინება ან ზედმეტად წარმოჩენა, რასაც ადგილი აქვს ორივე მხრიდან, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიაოთარ აბესაძეს ხვალ ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანენ