15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“ევროსაბჭოს ზოგიერთი წევრი ვიქტორ ორბანის უკან იმალებოდა”- შარლ მიშელი

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, Euronews-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „ზურგს უკან იმალებოდა“, რათა საკუთარი პოზიციები დაეფარათ.

მისი თქმით, გარკვეული ლიდერები იზიარებენ ორბანის პოლიტიკური პოზიციის ელემენტებს, მათ შორის უკრაინის საკითხზეც, თუმცა ურჩევნიათ, საჯარო კრიტიკა მხოლოდ უნგრეთის პრემიერმა მიიღოს.

„ევროპის საბჭოს ზოგიერთი წევრი ვიქტორ ორბანის უკან იმალებოდა“, – თქვა მან და დასძინა, რომ გარკვეული ლიდერები იზიარებენ მისი პოლიტიკური პოზიციის ელემენტებს, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა, მან თქვა, რომ „კარგად უნდა დავფიქრდეთ“, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთსულოვნების აღარ გამოყენების შესახებ.

შარლ მიშელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ევროპულ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული ოცნების“ ბედი 27-ვე წევრი ქვეყნის კოლექტიურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტო – რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული – მხოლოდ მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესებია საფრთხის ქვეშ.

banner
წინა სტატიაში“ნუ დაემსგავსებით მოროშკინას და აღმოაჩენთ, რომ”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო: შემოწმებული 321 კლინიკიდან, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა 4-ში იყო