ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ევროკავშირის შენარჩუნების პირობა დადო

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ერთიანობას შეინარჩუნებს იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი გაერთიანებიდან გავა – Reuters-ი წერს.
“აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ რეფერენდუმზე სხვა შედეგებს ველოდებოდით. მე სრულებით ვაცნობიერებ მომენტის პოლიტიკურ დრამატულობას. ახლა შეუძლებელია მომხდარის ყველა შედეგის გათვლა, პირველ ყოვლისა, ბრიტანეთისთვის. მაგრამ ახლა ისტერიკების დრო არ არის. მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მოვლენების ამდაგვარად შემობრუნებისთვისაც ვიყავით მზად” – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, უახლესი რამდენიმე დღის მანძილზე ის ყველა ევროპელ ლიდერს შეხვდება და ისინი ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკაზე ისაუბრებენ. “ჩვენი მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია” – განაცხადა ტუსკმა.

შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიკომპანია Stadler-ი ორსართულიან მატარებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ,,დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე”