ევროსაბჭოს საზღვრების გახსნის განახლებულ სიაში საქართველო ისევ მოხვდა

ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების განახლებული სია, რომლებთანაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარე საზღვრებზე შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოხსნან. ამ ქვეყნებს შორის საქართველო კვლავ მოხვდა.

რეკომენდაციით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე, 16 ივლისიდან, წევრმა სახელმწიფოებმა თანდათან უნდა გააუქმონ მოგზაურობის შეზღუდვები შემდეგი მესამე ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის:

ალჟირი;
ავსტრალია;
კანადა;
საქართველო;
იაპონია;
მაროკო;
ახალი ზელანდია;
რუანდა;
სამხრეთ კორეა;
ტაილანდი;
ტუნისი;
ურუგვაი;
ჩინეთი ( თუ საზღვრებს თავადაც გახსნის).
მესამე ქვეყნებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმებს შორის არის ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეპიდემიის შეკავებისთვის არსებული ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანცია, ეკონომიკური და სოციალური პირობები.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანდორას, მონაკოს, სან მარინოსა და ვატიკანის მაცხოვრებლები ამ რეკომენდაციის მიზნებისათვის ევროკავშირის რეზიდენტებად უნდა მივიჩინოთ. განახლებულ სიაში პირველი სიიდან ვერ მოხვდნენ მონტენეგრო და სერბეთი.

ევროკავშირი ამ სიას ყოველ 2 კვირაში ანახლებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრები ევროპის 5 ქვეყანასთან : გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთთან იხსნება. ისეთი ქვეყნებისთვის კი, რომლებმაც საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა საზღვარს 14-დღიანი ფასიანი კარანტინის პირობით გახსნის, კარანტინის გავლა მოუწევთ მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეებსაც.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საზღვრების ნაწილობრივ გახსნის შესახებ, საზოგადოებრივი წნეხის შედეგია, თუმცა არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი, რასაც მმართველმა გუნდმა უნდა უპასუხოს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, 15 ივლისს ხელისუფლებას კარანტინის გაუქმებისა და იმ ქვეყნების სიის გააფართოვების მოთხოვნით მიმართა, სადაც შესაძლებელი იქნება პირდაპირი ფრენების განხორციელება.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია : სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც
შემდეგი სტატიაკორონავიუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იპორტირებულია, მათ შორის სამი კარანტინის ზონიდან არის, ერთი კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია