ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. ევროპელ პოლიტიკოსებს შორის არიან საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს მომხსენებლები. დელეგაციის წევრები უკვე იწყებენ შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან.

უკვე დასრულდა პირველი შეხვედრა რომელიც გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან. 45 წუთის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საუბარი მიმდინარეობდა იმ ბოლო პერიოდის შეტევებზე, რომელიც ხორციელდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ.

“დაინტერესებადი მოვლენები, რაც უკვე კარგა ხნის დაწყებულია, თითქმის ერთი წელიწადია, ის შეტევები, რაც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული, დღევანდელი მდგომარეობაა და ბოლოს ეს კანონმდებლობა, რაც თავის დროზე მომზადდა იუსტიციის სამინსიტროს მიერ, რისი მიზანიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შემცირება, პროცედურული საკითხების ისე გადაკეთება, რომ მისი გადაწყვეტილება ეფექტური არ ყოფილიყო, რომელიც პარლამენტმა ახლა პირველი მოსმენით მიიღო“ – განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ზღვისუბნის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა
შემდეგი სტატია“თუ ახლა არ დავიჭირეთ თადარიგი, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით მაისი ბოლოს და ივნისში”