ევროსაბჭოს პრეზიდენტი: რუსეთი ალეპოში სისხლისღვრისთვის პასუხს აგებს

tuskiევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სირიის მოკავშირეებისადმი, პირველ რიგში, კი რუსეთისადმი სანქციების სხვადსხვა ვარიანტს განიხილავენ იმ შემთხვევისთვის, თუკი ალეპოში სისხლისღვრა გაგრძელდება -ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ევროსაბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს მაშინ, თუკი ალეპოში ავიადარტყმების ინტენსივობა იმ დონეზე დარჩება, როგორიც დღემდე ფიქსირდებოდა.
გერმანიის პოზიციას საფრანგეთი უჭერს მხარს, თუმცა, რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის იტალია, ახალი სანქციების წინააღმდეგია. იტალიის პრემიერ-მინისტრის მათეო რენცის თქმით, თუკი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს, მაშინ გაერთაინებამ “კარები ღია უნდა დაიტოვოს”. მან აღნიშნა, რომ სირიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ რუსეთისათვის დამატებითი სანქციების შემოღებაზე არ შეიძლება ლაპარაკი.
ევროსაბჭოს სამიტი დღეს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიგანათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს