ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულება დააჩქარა

“კარგი ამბავი სტრასბურგიდან.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მარტის შეკრებაზე ვანო მერაბიშვილის საქმის აღსრულება დაჩქარებული პროცედურით გადაწყვიტა.

ინფორმაციისათვის, საქმეების აღსრულება ხდება ორი გზით – სტანდარტული და დაჩქარებული.

სტანდარტულად აღსრულდება გადაწყვეტილებათა აბსოლუტური უმრავლესობა.

დაჩქარებული აღსრულების წესს ირჩევენ მხოლოდ მაშინ, როდესაც –

ა) სასწრაფოდ მისაღებია ინდივიდუალური ზომები;

ბ) საქმე გვაქვს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებთან.

იდეაში, ეს უკვე სიგნალია მთავრობისთვის, რომ თვალი გაუსწოროს მძიმე რეალობას და გაათავისუფლოს მერაბიშვილი, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ ოცნება ადეკვატურობას გამოიჩენს.

როგორც ჩანს, ეშინიათ სტრასბურგში გამარჯვებული მერაბიშვილის, მაგრამ მოუწევთ გამოშვება, მალე ”-აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: მე ტრამპს ვუთხარით, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს