ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი “ოცნებას” მერაბიშვილის საქმეზე აკრიტიკებს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი “ქართულ ოცნებას” ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და პატიმარზე ზეწოლის ეპიზოდის არაეფექტური გამოძიების გამო აკრიტიკებს.

6-პუნქტიან შენიშვნათა ჩამონათვალს ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში თავადვე აქვეყნებს. მინისტრთა საბჭოს წევრებმა დაადგინეს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა დაუსაბუთებელი იყო, და შესაძლოა ეს პერიოდი საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერისგან სასურველი ინფორმაციის მისაღებად, შემდგომი შანტაჟისთვის გამოიყენეს.

“1. განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში. აგრეთვე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებული პერიოდის გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი – განეხორციელებინა ზეწოლა განმცხადებლის მიმართ რაც მიზნად ისახავდა მის მიერ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც არ იყო კავშირში სისხლის სამართლის საქმესთან.

გამოძიებასთან მიმართებაში:

2. განაახლეს დისკუსია ძველ მიგნებებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ეფექტიანი გამოძიების შეფასების კრიტერიუმებს მე-18 მუხლის ყველა ასპექტში დარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით”

მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის თქმით, ევროსაბჭოს კომიტეტის მოთხოვნაა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოვლინდეს დამნაშავე და დაისაჯოს ის.

როგორც კახიძე ამბობს, ევროსაბჭოს განცხადებაში კონკრეტულად არის მითითებული მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეშფოთების საფუძველი არ აქვს, ხოლო მედიას კომენტარებისთვის საგამოძიებო უწყებებისკენ ამისამართებენ.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ
შემდეგი სტატია„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა