“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “გუშინ ევროსაბჭოს კომისარმა ქიმიური მოწამვლის საქმეში “ქართული ოცნება” ტყუილში ამხილა”.
მისი თქმით, დოკუმენტი, რომელშიც წერია რომ შსს-ს მინისტრის მოადგილის განცხადებით, წყლის ჭავლში სპეციალური ნივთიერება არ გამოუყენებიათ, პირველ რიგში “ოცნებას” გაეგზავნა და მათ დეტალური (პუნქტობრივი) პასუხი მოამზადეს კომისრის წერილზე წლის დასაწყისში.
“გუშინ ევროსაბჭოს კომისარმა ქიმიური მოწამვლის საქმეში “ქართული ოცნება” ტყუილში ამხილა.
ამ დოკუმენტის მე-19 პარაგრაფში წერია, რომ შსს-ს მინისტრის მოადგილემ დამიდასტურა რომ არ გამოგვიყენებია რამე სპეციალური ნივთიერება (irritant) წყლის ჭავლშიო:
https://rm.coe.int/memorandum-on-the-human…/1680b4ba41
ეს დოკუმენტი, პირველ რიგში “ქართულ ოცნებას” გაეგზავნა და მათ დეტალური (პუნქტობრივი) პასუხი მოამზადეს კომისრის წერილზე წლის დასაწყისში. პასუხში არაფერი წერია, რომ ისინი უარყოფენ კომისრის მითითებას, რომ შსს-ს მინისტრის მოადგილემ დაუდასტურა რომ არაფერი ყოფილა წყალში გარეულიო:
https://rm.coe.int/comments-of-the-authorities…/1680b4fc1d
აქედან დასკვნა მარტივია – ან წლის დასაწყისში იტყუებოდნენ ან ეხლა და რომ არა BBC-ის გამოძიება, მიჩქმალავდნენ ამ საკითხს.
ამ საკითხს ჭირდება სათანადო და სანდო გამოძიება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით!” – წერს გიორგი ბურჯანაძე.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” გელა გელაძის მოადგილეს იცავს და ამტკიცებენ, რომ დარახველიძემ სრულად მიაწოდა ინფორმაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული ნივთიერებების შესახებ მაგრამ მან ეს ვერ გაიგო.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ო’ფლაჰერტი საქართველოს მთავარ პროკურორს წერს, რომ 2025 წლის 24 იანვარს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დაარწმუნა, რომ მომიტინგეების დაშლის დროს ჭავლში არაფერი გაურევიათ, თუმცა მისი თქმით, მაღალჩინოსნების ახალი განცხადებები განსხვავებულია.
საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში ითხოვს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.
















