ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრაზე რუსული კანონი განხილული არ ყოფილა – დოლიძე

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რუსული კანონი განხილული არ ყოფილა.

დოლიძის თქმით, “ქვეყანაში გაცილებით მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისია და საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა.“

გუშინ, პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს.

ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს, პოლიტიკურ კრიზისს. ასევე, ჩვენთან ერთად იყვნენ დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც თავად ისაუბრეს და გაუზიარეს თავიანთი ისტორიები.

ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა განხილული რუსული კანონი და ამ კანონზე საუბარი არც ყოფილა ჩვენი ინტერესი. დღეს ქვეყანაში გაცილებით მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისია და საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა“, – წერს დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მერაბიშვილი და გახარია არიან ე.წ. Deep State-ის უცხოელი აგენტები
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – 2019 წლის ივნისის ბოლოს გადაწყვეტილი იყო გიორგი გახარიას გადაყენება შს მინისტრის თანამდებობიდან, თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა, გახარიამ 15 წუთი ითხოვა მოსაფიქრებლად და ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“