ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ რუსული კანონის შეცვლის დაპირება გასცა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ამბობს, რომ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ რუსული კანონის შეცვლის დაპირება გასცა.

ამის შესახებ ბერსემ ცოტა ხნის წინ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“მე მივიღე მთავრობის დაპირება იმის თაობაზე, რომ შეიცვლება ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შინაარსი. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს საქართველოსა და ევროპის საბჭოს ექსპერტების შემადგენლობით, მათ შორის, ჩაერთვება ვენეციის კომისია, რათა დააიდენტიფიციროს ის ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში” აღნიშნა ბერსემ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია განმარტავს, რას ითვალისწინებს „მაგნიტსკის სანქციები“
შემდეგი სტატია“აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის” -ევროსაბჭოს გენერალური მდივანი