13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭო: საქართველოში კანონების მიღების მოტივაცია არის საეჭვო და გაუმჭვირვალე

ევროსაბჭოს ექსპერტების განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ”  მიიღო კანონმდებლობა, რომელიც  მისთვის მიუღებელი მოქალაქეების თუ ორგანიზაციების დევნის იარაღად აქცია.

ექსპერტთა მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გრანტებთან, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვისა თუ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ლეგიტიმური მიზნები არ გააჩნია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რადგან რეპრესიული კანონების ავტორები მისი მიღების აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ, ამიტომ მოტივაცია არის საეჭვო და გაუმჭვირვალე.

ექსპერტთა საბჭოს მიერ მომზადებულ შეფასებაში ვკითხულობთ, რომ მიღებული ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ისევე როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით სარგებლობასა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „ოცნებამ“ მიღებული დრაკონული კანონები გააუქმოს – გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, საქართველომ, ეს პასუხისმგებლობა, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, უნდა აიღოს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნარკორეალიზაციაში ჩართულ და ხელშემწყობ 108 პირს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის გამოფენა “Sintra’s Salt” დამთვალიერებელს მალე უმასპინძლებს