ევროსაბჭოს ექსპერტმა ქართველი მასწავლებლებისთვის პრეზენტაცია გამართა

დევიდ ნიუბიმ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პრეზენტაცია “უცხოური ენების სწავლების თანამედროვე ევროპული ტენდენციები: მულტიკულტურული მიდგომა” გამართა.

 

მომხსენებელი მასწავლებლებს მრავალენოვან გარემოში მუშაობის სპეციფიკასა და მეთოდებზე ესაუბრა, რომელიც ენის სწავლებაში მულტიკულტურული ასპექტების გათვალისწინებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ნიუბის განმარტებით, ენის შესწავლისას მნიშვნელოვანია მასწავლებელმა მოსწავლეს არამარტო ენა შეასწავლოს, არამედ უცხოურ ენაზე კომუნიკაციისას კულტურული სხვაობის გააზრებაშიც შეუწყოს ხელი.
შეხვედრას უცხოური ენების 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით აშშ-ში საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი დააკავეს
შემდეგი სტატიამაკა ასათიანსა და გიორგი გაჩეჩილაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა