ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს – მომხსენებლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ წაყენებული ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებსაც შესაძლოა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ.

“ეს ფაქტობრივად ნიშნავს დიქტატურის დამყარებას საქართველოში” – ზუსტად ამ სიტყვებით აღწერს საქართველოში არსებულ ვითრებას სტრასბურგი.

„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელ სარჩელებთან დაკავშირებით. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რაც ფაქტობრივად დაამყარებს დიქტატურას საქართველოში“- წერია განცხადებაში.

მომხსენებლები საუბრობენ კანონებზე, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო და წერენ, რომ ისინი ვენეციის კომისიის მიერ შეფასებულია, როგორც ევროპული ღირებულებებისთვის შეუთავსებელი – “ეს კანონები უნდა გაუქმდეს”

თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებულ ბოლო რეზოლუციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, „საქართველოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, „გრანტების შესახებ კანონი“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ“ მოქმედი კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან და, როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი უნდა გაუქმდეს.

მომხსენებლები თბილისში ვიზიტის დროს შეხვდნენ როგორც “ქართული ოცნების” ლიდერებს, ასევე შალვა პაპუაშვილს – განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს დელეგაციას “ოცნებისგან” მზია ამაღლობელთან ციხეში შესვლაზე უარი ეთქვა.

“ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მათ მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი მოთხოვნა დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა ღრმად ნანობდნენ მთავრობის წარმომადგენლების მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმას ციხეში მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესახებ. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი მზადყოფნა, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან ასამბლეის მოთხოვნებისა და შეშფოთების განსახილველად”, – წერია გნაცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!” – ბუტა რობაქიძის დედა ოქრუაშვილზე
შემდეგი სტატიარიყის პარკში მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეებს დახლები დაუმტვრია და პროდუქცია გადაუყარა