„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპული საქართველომ“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, მერობის კანდიდატი ლელა ქებურია წარადგინა.  პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ სიის პირვეული ხუთეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს.

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება. 1.ბათლომე შელია 2.ირაკლი ღურწკაია 3.თინათინ თოდუა 4.ალექსი ლიპარტია 5.ალექსანდე ღვინჯილია.

„ზუგდიდი არის ჩემთვის სამშობლოს სინონიმი. ის ჩემთვის ყველაფერია. ამ ქალაქს დღეს სჭირდება ქალი მერი“, – განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა სიამაყისა და პრაგმატულობის საკითხია.

 

banner
წინა სტატიაშიისნის რაიონში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ზეხმელი ხეები მოიჭრება
შემდეგი სტატიამირდატ ქამადაძის განცხადებით, საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ