“ევროპულმა საქართველომ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად სევერიან გორდულაძე წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო. “ევროპული საქართველოს” ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები და გამოთავისუფლებული თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება.

„წყალტუბოში არსებობს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ დღეს ქალაქი არის ცარიელი. ტურისტული სეზონის პიკზე, ქალაქში არ არის არავინ ჩამოსული დამსვენებელი. ეს უნიათობის და მიშვებულობის შედეგია, რომელიც აქ ბოლო წლებშია,“ – განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის დასავლეთ რეგიონებში მიწისძვრა განმეორდა – დაშავებულია 32 ადამიანი
შემდეგი სტატიარაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა