“ევროპულმა საქართველომ” მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პრემიერს მიმართა

“ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მიკაილ კადიევზე ზეწოლას ახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ დაღესტნელ აქტივისტს რუსეთში დააბრუნებენ, შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.

მისივე თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთისადმი ეწინააღმდეგება ნაციონალურ ინტერესებს და ზრდის საქართველოს ხელისუფლების უღირსად მოქცევის საფრთხეებს.
„რუსეთი ითხოვს დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის ექსტრადიციას. საქართველოს ხელისუფლებამ არ მიანიჭა მას არა მხოლოდ თავშესაფრის, არამედ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რუსეთში არ მიმდინარეობს პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით დევნა და არ დევნიან ჩდილოკავკასიელებს. ამ პირობებში, ბუნებრივია იზრდება მიკაელ კადიევის ექსტრადიციის საფრთხე. სწორედ ამიტომ, ადვოკატები მიმართავენ პრემიერს და გაასაჩივრებენ დევნილთა სამინისტროს მხრიდან კადიევისადმი თავშესაფრის მაძიებელის სტატუსის არ მინიჭების ფაქტს”- განაცხადა ჟურნალისტებთან ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა მთავრობის კანცელარიში

banner
წინა სტატიაშიჩეხეთი და სლოვაკეთი “ნოვიჩოკის” წარმოებას კატეგორიულად უარყოფენ
შემდეგი სტატიათურქეთიდან კარტოფილის შემოტანა 1 ივნისამდე აიკრძალა