„ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ში თბილისის საკრებულოს საარჩევნო სია დაარეგისტრირა

„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის საკრებულოს საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაარეგისტრირა.

სია ცესკო-ში ლაშა დონაძემ და ათეულის პირველმა წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა მიიტანეს.

„ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ სიაში გიორგი ნონიაშვილი, დათო ჟღენტი, ნინო ორდენიძე, ბესო დონაძე, ლაშა ჯანჯღავა, თეა კოტუა, გიორგი ბახტაძე, ალექსანდრე გურაბანიძე, მალორიტა ედიშერაშვილი, თეიმურაზ გვაძბაია არიან.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ კანდიდატებს გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ.

banner
წინა სტატიაშისიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება €75 მილიონი ევროს დახმარება – დეგნანი
შემდეგი სტატიაზარქუა – ნიკა მელია თავისუფლად რომ დათარეშობს, მიშელის დოკუმენტის შედეგია, მის სინდისზე იყოს