ევროპულმა საქართველომ 2018 წლის ეკონომიკური პროგრამა წარადგინა

დავით ბაქრაძემ ევროპული საქართველოს ოფისში 2018 წლის ეკონომიკური პროგრამა წარადგინა. პარტია პარლამენტს საკუთარ ბიუჯეტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები და გაიზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება.

ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამა 4 მიმართულებისგან შედგება:
1. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება
2. სამუშაო ადგილების შექმნა
3. ბიზნესის ხელშეწყობა
4. თავდაცვა და მოქალაქეების უსაფრთხოება

პროგრამით გათვალისწინებული ინიციატივების ბიუჯეტი ჯამში 1,417 მილიარდი ლარია.

2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი პარლამენტში 3 დეკემბერს შევიდა. საბოლოო ვარიანტში კიდევ რამდენიმე ცვლილებაა. კერძოდ, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 441.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 48 მლნ ლარით, მათ შორის შემოსავლები – 10 314,2 მლნ ლარია (გაზრდილია 99,2 მლნ ლარით). სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 56.2 მლნ ლარით და განისაზღვრა 12 459.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 058.5 მლნ ლარს, გრანტები – 164.2 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 236.8 მლნ ლარს.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: აუდიტის სამსახური ეფექტური უნდა იყოს
შემდეგი სტატიაენის დეპარტამენტი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონით დაფინანსდება