12.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ევროპულმა საბჭომ რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული ქსელის, Russia Today France-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ქსენია ფედოროვა დაასანქცირა

ევროპულმა საბჭომ რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული ქსელის, Russia Today France-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ქსენია ფედოროვა დაასანქცირა.

მიზეზად რუსეთის მიმდინარე ჰიბრიდულ საქმიანობაში მისი ჩართულობა დასახელდა.

მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში შეზღუდვები 81 ფიზიკურ პირსა და 20 ორგანიზაციაზე გავრცელდა. დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ფედოროვასა და სიაში შეყვანილი სხვა სუბიექტების აქტივები გაიყინება, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.

ევროპული საბჭოს პრესრელიზის თანახმად, ფედოროვა კვლავ აგრძელებს უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციასა და ჩარევას. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მისი ქმედებები მხარს უჭერს კრემლის ნარატივებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიასა და სტაბილურობას უთხრის ძირს.

ფედოროვას მანამდე RT France-ში მაღალი ხელმძღვანელობითი პოზიციები ეკავა – ის პრეზიდენტისა და ახალი ამბების ხელმძღვანელის თანამდებობებზე მუშაობდა. ევროპულმა ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისი უფლებამოსილების პერიოდში ხელს უწყობდა არხის სარედაქციო მიმართულების ჩამოყალიბებასა და მაუწყებლობას, კერძოდ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით პრორუსული ნარატივების გავრცელებას.

ევროკავშირის მიერ RT-ის საქმიანობის შეჩერების შემდეგ, ფედოროვამ მოსკოვის ინტერესებთან შესაბამისი გზავნილების გავრცელება ფრანგულ მედიასაშუალებებში გააგრძელა, მათ შორის CNews-ის, Europe 1-ისა და Le JDNews-ის საშუალებით. მისი კომენტარები ფოკუსირებული იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე, კიევისადმი EU-სა და NATO-ს მხარდაჭერასა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ფართო ურთიერთობებზე.

2026 წლის 29 ივლისს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქსენია ფედოროვას წინააღმდეგ ადმინისტრაციული გაძევების ბრძანება გამოსცა და მას ბინადრობის ნებართვა გაუუქმა კრემლის მიერ მართული დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ RT France-ის ყოფილი ხელმძღვანელის გამოჩენა ფრანგულ მედიაპლატფორმებზე რეალურ საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგსა და ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ევროკავშირის ელჩზე, რომელიც პატივს გვცემს, ქართულად საუბარს ცდილობს, პაპუაშვილი ამბობს, „დამტვრეული ქართულით საუბრობსო“
შემდეგი სტატია„სიენენის“, MS NOW-სა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღუდგათ