ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება. ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის ლიდერების სასოწარკვეთილი მცდელობების ფონზე, სრულად განდევნონ რუსეთის ფედერაცია ევროპის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ბაზრიდან.

ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემის The Independent-ის ახალ მასალაშია ნათქვამი.
გამოცემა მოჰყავს ანტიკორუფციული ჯგუფის Global Witness-ის მიერ Refinitiv-ის გადაზიდვის მონაცემების ახალ ანალიზი. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გაზარდეს ევროპის სამმა მთავარმა გადამზიდავმა ქვეყანამ – საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ რუსული ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა მთელს მსოფლიოში ტანკერების ტარიფების დიდი გაზრდით.

მონაცემები აჩვენებს, რომ ამ გადაზიდვებმა მილიარდობით დოლარი დაამატა რუსი დიქტატორის პუტინის სალაროში, რაც სასიცოცხლო თანხებს უზრუნველყოფს სასტიკი ომის გასაგრძელებლად.

ჯამში, 24 თებერვლიდან ამ სამი ქვეყნის კომპანიებმა 17,3 მილიარდი დოლარის ღირებულების 178 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინეს.

banner
წინა სტატიაშიამბობდნენ, შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო – ბერძენიშვილი თავდამსხმელებზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას