ზოგიერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ აშშ-ირანის დაპირისპირების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა – მათ შორის არიან ჰოლანდიური KLM, Lufthansa და Air France ავიახაზერბი, ასევე . გაუქმდა ფრენები ისრაელის, დუბაისა და ერ-რიადის მიმართულებებით.
Air France-მა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე დუბაის მიმართულებით რეისებს დროებით აჩერებდა. ამასთან, ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM-მა შეაჩერა ის ფრენები, რომლებისთვისაც ირანის, ერაყის და რეგიონის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლაა საჭირო.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრენების მოულოდნელი შეწყვეტა აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ, რეჟიმის მიერ დემონსტრანტების სასტიკი დარბევის გამო, სამხედრო ძალის გამოყენების რისკს უკავშირდება.














