ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან აქტივობის შემდგომ ესკალაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპელები მკაცრი რეალობის წინაშე დგანან და ევროკავშირმა კრემლის უგუნურ ქმედებებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად უნდა უპასუხოს. ლაიფციგის აეროპორტის ინციდენტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თავდასხმას შესაძლოა უზარმაზარი ზიანი და ადამიანების მსხვერპლი მოჰყოლოდა.
„ევროპელები მკაცრი ჭეშმარიტების წინაშე დგანან, რომ ეს ახალი ნორმაა. ევროკავშირმა რუსეთის უგუნურებას უფრო სწრაფად და უკეთესად უნდა უპასუხოს. ევროპელებმა ყოველდღიური ინფრასტრუქტურა წინა ხაზზე არსებულ სამიზნეებად უნდა მიიჩნიონ და შესაბამისად დაიცვან ისინი. ჩვენ ევროპული უსაფრთხოების ახალ ეპოქაში ვართ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


















