,,ევროპული საქათველოს” ახალი ინიციატივა

ევროპული საქართველო პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხონსა და ვანში საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს. ევროპული საქართველოს განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი ჰყავდეთ ცაისში საკრებულოს არჩევნებზეც.
ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით: ,,ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები ბორჯომში, იმ ადგილზე, სადაც ოპოზიციამ მოუგო არჩევნები ხელისუფლებას. ეს კრიზისი კიდევ გრძელდება და აჩვენა ერთი რამ, რომ ქართული ოცნების დამარცხება არის შესაძლებელი, როდესაც ოპოზიცია თანამშრომლობს. ჩვენ ამ წელში გვაქვს სამი არჩევნები. რა თქმა უნდა მათი წონა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვაქვს გამოტოვებული არჩევნები ხონში და ვანში, გამოტოვებული არჩევნები ცაიშის საკრებულოში და საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ამ არჩევნებში პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთმაენთთან ითანამშრომლოს და შესაძლებელია, ერთად, ერთიანი ძალისხმევით შეერკინოს ქართულ ოცნებას.’’
ევროპული საქართველო პროდასავლურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს იქნება წინაპირობა, რომ 2020 წელს ქართული ოცნება დაემშვიდობოს ხელისუფლებას.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში პრეზიდეტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ბიბილოვის ინტერპოლით ძებნაზე გადაცემას ითხოვს