“ევროპული საქართველოს” წევრებმა სასამართლოში “ალმას” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

“ევროპული საქართველოს” წევრებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოში სარეკლამო კომპანია “ალმას” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

„კომპანია „ალმამ“ კონტრაქტის პირობების დარღვევით უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური სატირის ბანერის განთავსებაზე. სწორედ ამიტომ, კომპანია „ალმას“ მოუწევს „ევროპული საქართველოსთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“ – ამის შესახებ „ევროპულის საქართველო’ წევრებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოლიტიკური სატირა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიემართებოდა და ჯორჯ ორუელის ნაწარმოებს, ცხოველების ფერმას, რომელიც მას ძალიან უყვარს, მის პერსონაჟს იყო შედარებული. ჩვენ შევუკვეთეთ კომპანია „ალმას“ ბილბორდები, რათა ჩვენი პოლიტიკური სატირა თბილისის ქუჩებში გამოეფინა, მაშინ როდესაც ისინი სამარცხვინო სისხლიან ბანერებს აკრავდნენ, მაგრამ კომპანია „ალმამ“, რომელსაც მთელი თბილისის ბანერები ეკუთვნის და წარმატებულად აქვს დალაგებული ოცნებასთან, უარი თქვა ჩვენი კამპანიის ნაწილის პოლიტიკური სატირის გამოქვეყნებაზე, იმიტო რომ ბიძინა ივანიშვილს არ სწყენოდა და ძილი არ დაფრთხობოდა” განაცხადა ნონიაშვილმა

„29 სექტემბერს მივმართეთ შპს „ალმას“ ბანერების განთავსების მოთხოვნით, ისინი დაგვემალნენ, ფიზიკურად არ გამოჩნდნენ, შემდეგ 30 სექტემბერს თვითონვე მოისურვეს უკვე წერილის მოწერა, იმის განმარტება რომ მზად იყვნენ ჩვენი დაკვეთა მიეღოთ. ამის შემდეგ მივედით „ალმაში“, შევთანხმდით პირობებზე, გავაფორმეთ ხელშეკრულება. ამის შემდეგ „ალმამ“ ორჯერ შეცვალა ხელშეკრულების პირობები და ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები გააუარესა ანუ მისი გარკვეული პირობები ჩადო, თუმცა ჩვენ ორივე გაუარესებულ შეთანხმებას დავთანხმდით, ხელშეკრულება გავაფორმეთ, ხელიც მოვაწერეთ, თანხაც გადავიხადეთ ანუ „ევროპული საქართველოს“ ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ყველა პირობა პირნათლად იქნა შესრულებული, მაგრამ „ალმამ“ რომლის მეპატრონეებიც არიან „ქართულ ოცნებაში“, ითაღლითეს, მოგვატყუეს და ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს.” განაცხადა ბესიკ დონაძემ

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაზალკალიანი – სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი იმ მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმატებულად ვითარდება