„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე შესაძლოა, დავით ბაქრაძე გახდეს

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე გახდეს.

გიგი უგულავას განცხადებით, ის პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძის კანდიდატურას უჭერს.

“პარტიის თავმჯდომარე ყრილობამ უნდა აირჩიოს და პირადად მე, მხარს დავით ბაქრაძეს ვუჭერ”, – აღნიშნა უგულავამ.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული წევრები საქმიანობას „ევროპულ საქართველოში“ განაგრძობენ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიარ ვაპირებ, მარილის ლოდად გადავიქცე – ნადირაშვილი
შემდეგი სტატიატრამპის პრეს-კონფერენცია: რუსეთი ჩვენ ისე დაგვაფასებს, როგორც არასდროს