ევროპული საქართველოს სიის პირველი ნომერი არჩევნებში დავით ბაქრაძე იქნება

პარტია “ევროპული საქართველოს” პირველი ნომერი არჩევნებში დავით ბაქრაძე იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ისაუბრა.

სია ჩვენი სპეციფიურია, პირველ ნომრად იქნება დავით ბაქრაძე, რაც შეეხება ძირითად ადგილებს, ჩვენ გვექნება სრულიად ახალი, ნოვაცია, რაც აქამდე საქართველოს პარტიების ისტორიაში არ ყოფილა, ეს არის შიდა კონკურენცია, ანუ დანარჩენ ადგილებზე ვინ გავა პარლამენტში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ამა თუ იმ ოლქში, ესა თუ ის თანაგუნდელი რა შედეგს დადებს, – თქვა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე-“მე ვარ მაჟორიტარობის ეტალონი”
შემდეგი სტატიაფოთში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალი კიდევ 3 პირს წარუდგინეს