”ევროპული საქართველოს” რუსთავის მერობის კანდიდატი მარისხევის მოსახლეობას შეხვდა

”ევროპული საქართველოს” რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო იმედაშვილი, მარისხევში მცხოვრებ მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ ნოზაძესთან ერთად შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივები მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ პრობლემებს უჩივიან. მათი თქმით, დასახლებაში არ არსებობს გარე განათება და ნაგვის ბუნკერები.

თვითნებურად უწევთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, რის გამოც დასახლებაში ანტისანიტარიაა. მარისხევის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და დასახლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ავარიულია. მერობის კანდიდატთან საუბარში ადგილობრივები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ სახელმწიფოს რამდენჯერმე მიმართეს საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე, თუმცა დღემდე არ მომხდარა ამ პრობლემის მოგვარება.

banner
წინა სტატიაშიწერეთლის 59 ნომრის მოსახლეობა ადგილზე სასტუმროს შესძლო მშენებლობას აპროტესტებს
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია