„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, უწყებათაშორისი კომისია, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დატოვოს

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, უწყებათაშორისი კომისია, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დატოვოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, თეა წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა “ქართული ოცნების” შტაბად.

“საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიცია თავიდანვე აყენებდა საკითხს, რომ ეს ფორმატი წარმოუდგენელია ასე გაგრძელდეს. თეა წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა “ქართული ოცნების” შტაბად. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებდით არასამთავრობოებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ჩვენც, ბუნებრივია, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში რაიმე თანამშრომლობა წარმოუდგენელია. კონსულტაციები მიმდინარეობდა არასამთავრობოებთან, ჩვენ ველოდებოდით მათ გადაწყვეტილებას, ამიტომ ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი მონაწილეობას არ ღებულობს ამ პროცესში, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას არამიზანშეწონილად მივიჩნევთ”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უწყებათაშორისი კომისია პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციებმა და “ევროპულმა საქართველომ” დატოვა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიაშიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს