„ევროპული საქართველოს“ მიზანია ჩავრთოთ საზოგადოების პასიური ნაწილი პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში, რადგან დიდი უპირატესობის გარეშე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია“ – გიგა ბოკერია

„ფაქტია, რომ წინა არჩევნებზე 200 000-ით ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა ვიდრე ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არის ნიშანი იმისა, რაც ვერ შეძლო მთლიანად საპროტესტო საზოგადოებამ, სწორედ ეს მიზანი უნდა დავისახოთ მიზნად თუ გვსურს მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს იმიტომ, რომ ყველა დღე, რომლითაც შემცირდება ივანიშვილის მმართველობა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ტოლფასი,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე, სადაც პარტიამ პარტიის ხედვა წარადგინა.

„ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თავი, რა დაგვიდასტურა ბოლო თვითმართველობის არჩევნებმა, დაგვიდასტურა ის რაც პრინციპში აქამდეც ვიცოდით მაგრამ ახლა ყველას თავიდან უნდა ვუთხრათ, რომ ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან როგორიც ივანიშვილის რეჟიმია უბრალოდ უმრავლესობის მოპოვება საკმარისი არ არის ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას სურს ამ რეჟიმის შეცვლა, მაგრამ ეს რეჟიმი ისეთი რომ იყოს რომელსაც უბრალო უმრავლესობით უგებ ის აღარ იქნებოდა ავტორიტარული, მის დამარცხებას სჭირდება ბევრად მეტი, დომინაციის მოპოვება საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით, ფაქტია, რომ წინა არცევნებზე ჩვენ ეს ვერ შევძელით, რის გამოც ბედავს ივანიშვილის რეჟიმი ამდენს, “ევროპული საქართველოს” ხედვა არის ის, რომ ფოკუსი ყველა აქტიური სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფის უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობის და შრის გაფართოებაზე მიმართული, რომლებიც ჩართული იქნებიან პოლიტიკურ, საარჩევნო და მერე თუ საჭირო იქნება საპროტესტო პროცესში ფაქტია, რომ წინა არჩევნებზე 200 000-ით ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა ვიდრე ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არის ნიშანი იმისა, რაც ვერ შეძლო მთლიანად საპროტესტო საზოგადოებამ, სწორედ ეს მიზანი უნდა დავისახოთ მიზნად თუ გვსურს მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს იმიტომ, რომ ყველა დღე, რომლითაც შემცირდება ივანიშვილის მმართველობა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ტოლფასი, მაგრამ ამ პრროცესში არ უნდა დავთქვათ ვადები როდის დამთავრდება ეს რეჟიმი, რადგან ვერ შესრულების პირობებში ეს თესავს ნიჰილიზმს საზოგადოებაში, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, არ შეიძლება ერთის მხრივ ამბობდე, რომ არჩევნებს აზრი აქვს დაკარგული, რაც მცდარი გზავნილია და უიმედობას ნერგავს, მეორეს მხრივ პარლამენტის რუტინულ პროცესში ვიყოთ ჩართული, რომელიც ქმნის ვითომ დემოკრატიის სიმულაციას, ქვეყნის შიგნით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლების მხარდაჭერა საკვანძო მნიშვნელობის იქნება ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, სწორედ ამაზეა კონცენტრირებული ჩვენი ხედვა, რომელსაც დღეს ვავრცელებთ, იმედი გვაქვს ამ ხედვას გაიზიარებენ ჩვენი პარტნიორები ოპოზიციიდან, საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ეს ხედვა მივიტანოთ საზოგადოებამდე, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ჩართული საარჩევნო, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ აქტივობებში, ამ ყველაფრის გარეშე ამ რეჟიმის დამარცხება იქნება რთული თუ არა შეუძლებელი.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმელია – გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს არ უნახავს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება და ცდილობს სახის შენარჩუნებას