‘’ევროპული საქართველოს’’ ლიდერი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა

‘’ევროპული საქართველოს’’ ლიდერი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ან ქვეყანა შეიცვლება, წავა წინ და მოსახლეობა იცხოვრებს უკეთესად ან ყველა ის პრობლემა რაც დაგროვდა ბოლო 8 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გაღრმავდება და მივიღებთ კიდე უფრო უარეს სურათს.ზუგდიდში მცხოვრები მოსახლეობა უმუშებრობაზე და სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისზე და ფასების ზრდის პრობლემაზე საუბრობს. ბაქრაძის განცხადებით ოქტომბრის არჩევნები ეს არ არის პოლიტიკოსების არჩევნები, ეს არის ამ ქვეყანაში თითოეული ოჯახის არჩევნები თუ როგორ გაგრძელდება მათი მომავალი ცხოვრება.

” ზუგდიდშიც და მთელ საქართველოშიც მოსახლეობას აწუხებს ძირითადი პრობლემები, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება და გაზრდილი ფასები, უპერსპექტივობის განცდა და უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთადერთი გზით, ეს არის ცვლილებების მოტანა და გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ საპარლამენტო არჩევნები ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ან ქვეყანა შეიცვლება, წავა წინ და მოსახლეობა იცხოვრებს უკეთესად ან ყველა ის პრობლემა რაც დაგროვდა ბოლო 8 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გაღრმავდება და მივიღებთ კიდე უფრო უარეს სურათს, ამიტომ თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს – ოქტომბრის არჩევნები ეს არ არის პოლიტიკოსების არჩევნები, ეს არის ამ ქვეყანაში თითოეული ოჯახის არჩევნები თუ როგორ გაგრძელდება მათი მომავალი ცხოვრება და გვექნება თუ არა ყველას ერთად მომავლის პერსპექტივა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებული და დამშვიდებული ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაიუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა