ევროპული საქართველოს ლიდერებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას

ევროპული საქართველოს ლიდერებმა და პარტიის წევრებმა მუხათგვერდში პატივი მიაგეს რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით – “დღეს პირველ რიგში პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის სახელწიფოებრიობას, ჩვენს თავისუფლებას და ამასთან ერთად დღევანდელი დღე არის ყველაზე მძიმე და ემოციური შეხსენება, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ქართველები, მთელი ქართული საზოგადოება ვიყოთ ერთად, როდესაც საკითხი საქართველოს უკეთეს მომავალს და ჩვენ ვალდებული ვართ ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა უკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და მშვიდობიანი, პოლიტიკური გზებით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი, ევროპული და ყველა ერთად ვცხოვრობდეთ უკეთეს საქართველოში. ამას გვავალდებულებს გმირების ხსოვნა, დღევანდელი დღე და საქართველოს მთელი ისტორია”-აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაში“შემოიტანეს კახი კალაძის ბიზნესგეგმა” – ოპოზიცია საკრებულოში თბილისის გენერალური გეგმის ხმაურიანი განხილვისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინა