“ევროპული საქართველოს” კანდიდატს ზუგდიდში, 1 წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე გაუღვიძეს – გიგა ბოკერია


„ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ტირაჟირება, რომ აჩვენონ, ოპოზიცია ზოგადად გატეხეს. მე მინდა გითხრათ, რომ არც ბათლომე შელიას შემთხვევაში და “ევროპული საქართველოს” შემთხვევაში ეს ქმედებები არ გამოიწვევს შედეგს,“- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ივანიშვილის რეჟიმს ძალის დემონსტრირება უკანონო მეთოდებით შეუძლია – დაშინება, მოსყიდვა, პოლიტიკური დევნა. ამ მაგალითებს თვითონ უკეთებენ პროპაგანდას, ანუ საკუთარი უკანონო ძალადობრივი მოქმედებების პროპაგანდა არის ის, რასაც ეყდნობა რეჟიმი დღეს ამ კამპანიისას და რითაც სურს ქართული საზოგადოების ნების და პოლიტიკური სპექტრის ნების გატეხვა. “ევროპული საქართველოს” კანდიდატს, ოპოზიციის ძირითად ძალებს შორის შეთანხმებულ კანდიდატს ზუგდიდში ბათუ შელიას, დღეს გაირკვა, რომ გაუღვიძეს ერთი წლის წინანდელი შეთითხნილი საქმე. ინცინდენტი რის საფუძველზეც მას ბრალი წაუყენეს ეს არის მომხდარი 2020 წლის 7 აპრილს, იქვე მაისის ბოლოს ბრალი წაუყენეს, მაგრამ იმდენად აბსურდული საქმე იყო, მას შემდეგ ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული და ახლა არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე, კამპანიის აქტიური ფაზისას ახლა გაუღვიძეს და დაიბარეს სასამართლოზე პროკურატურამ. ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით თან სდევს “ევროპული საქართველოს” მიმართ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ ამ პრეცედენტების ტირაჟირება, რომ სადღაც იპოვიან ადამიანს, რომელსაც აქვს პრობლემა, რომლის დაშინება ადვილია, ან მოსყიდვა არის შესაძლებელი და ამ შემთხვევების ტირაჟირება ხდება, რომ აჩვენონ, ოპოზიცია ზოგადად გატეხეს. მე მინდა გითხრათ, რომ არც ბათლომე შელიას შემთხვევაში და “ევროპული საქართველოს” შემთხვევაში ეს ქმედებები არ გამოიწვევს შედეგს, ყველა ამ მცდელობის მიუხედავად “ევროპულ საქართველოს” ვერსად ვერ დაუშალეს პროპორციული სია”, – განაცხადა ბოკერიამ.

„მე მინდა ორიოდე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, ეს ხელისუფლება არამხოლოდ მოქმედებებით არამედ ტერმინოლოგიითაც კი ემსგავსება ლუკაშენკოს, პუტინის და მისი იდეოლოგების გამონათქვამებს, ამიტომ ერთადერთი სხნა ჩვენი ქვეყნის არის ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა 2 ოქტომბერს, საქართველოს ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა მოვიდეს და ამ რეჟიმს, რომელსაც საქართველო მიჰყავს საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციისკენ, საქართველო მიჰყავს რუსულ-ბელარუსულ კავშირისკენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ უარი. ვერანაირი დაშინება, ვერანაირი ზეწოლა “ევროპული საქართველოსა” და იმედი მაქვს ვერც სხვა ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს ვერ შეაშინებს, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც არის საქართველოს მოქალაქეების, იმიტომ რომ მათ ხელშია ბიულეტენი, მათ ხელშია გადაწყვეტილება და მხოლოდ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი. მინდა სრულიად საქართველოს ერთი თვით ადრე გამარჯვება ვუსურვო იმ დი დ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ 2 ოქტომბერს გველოდება.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ

banner
წინა სტატიაშისაგადასახადო წნეხი, კორუფცია და გაუმართავი მართლმსაჯულება არის მიზეზი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები აღარ დებენ ფულს საქართველოში – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიათბილისში, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ აშენდება