„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ევროპული საქართველოს” ლიდერებს გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს გაფრენის დარბაზში ორი პირი თავს დაესხა.

გიგი უგულავას თქმით, აღნიშნული თავდასხმის მიზეზი უმნიშვნელოვანესი ვიზიტის ჩაშლა იყო, სადაც ისინი მიემგზავრებოდნენ.

“მე და გიორგი მივფრინავდით, შიგნით ვიყავით შესული და უცებ მოვიდა ვიღაც სპორტული აღნაგობის პირი დაიწყო ჩხუბი, შემდეგ მოვიდნენ სამართალდამცავები და წაიყვანეს ეს პირები, მე ეჭვი მაქვს, რომ სურდათ ჩაეშალათ  ეს ვიზიტი, დაზიანებები არ მაქვს არც მე და არც გიორგის, უბრალოდ ნაკაწრი მაქვს რაღაც. კლიმატია ასეთი, გუშინ რუსთაველზეც რაც ხდებოდა და გონიათ ამით ვინმეს შეაშინებენ” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციის ლიდერები ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი : სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე : ქვეყნის პრეზიდენტმა ყველა სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს