„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ადიგენის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ადიგენში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარ დეპუტატი , ზურაბ შაინიძე სცემეს. დაზარალებულის განცხადებით, მას ფიზიკურად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გაუსწორდნენ. როგორც შანძე ამბობს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა.
ამის შემდეგ დეპუტატის განცხადებით, ადგილზე მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული, ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული მხარდამჭერი მივიდა და სცემეს. დაზარალებულ დეპუტატს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
ამ წუთებში კი ადიგენის პოლიციაში კონფლიქტის მონაწილეთა დაკითხვა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბატიაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტებს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძეს შესაძლოა, ფრაქცია და საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინონ