“ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ხელისუფლება სრულიად უკანონო და ანტიკონსტიტუციური გზით ებრძვის საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნამოხვანი ჰესის აშენებას აპროტესტებენ. ეს საკითხი გაცდა რიონის ხეობაში დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენების მიზანშეწონილობას და ახლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას უფრო ეხება. როგორიც არ უნდა იყოს პროტესტის შინაარსი, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითააა გარანატირებული. ამ ადამიანებს აქვთ უფლება გააპროტესტონ ის რაც არ მოსწონთ და დაიცვან ის რაც მათთვის ძვირფასია.
ჩვენი პარტიის პოზიცია ამ პროტესტის მონაწილეთა ნაწილის ქსენოფობიურ მოწოდებებთან დაკავშირებით ცნობილია – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მითითება ინვესტორის ეთნიკურ წარმოშობაზე და პარალელის გავლება პუტინის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან. ამავე დროს, პროტესტის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არაა ქსენოფობიური შეხედულებების მატარებელი და ყველა შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ძალადობის მყისიერი საფრთხის დადგომამდე, ნებისმიერი აზრის გამოხატვის უფლებას იცავს.
უპასუხისმგებლო, სულელი და საშიში პროვოკაციებისკენ მიდრეკილი ივანიშვილის რეჟიმი ამ ანტიკონსტიტუციური ქმედებებით, ექსტრემისტული, შავრაზმული განწყობების გაძლიერებას უწყობს ხელს”-ნათქვამია “ევროპული საქართველოს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებით სოლიდარობას უცხადებენ სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს