“ევროპული საქართველოს” ეკონომიკური ინიციატივა – პარლამენტი განხილვას იწყებს

პალამენტში დღეს ევროპული საქართველოს შვიდპუნქტიანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა იგეგმება. ინიციატივის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთელი რიგი გადასახადები უნდა შემცირდეს.

ცვლილება მოიცავს საწვავზე აქციზის განახევრებას, მცირე მეწარმეების დღგ-სგან გათავისუფლებას, იმპორტის გადასახადის გაუქმებას და სხვა ინიციატივებს.

„ეს შესაძლებლობას მისცემს ერთის მხრივ ბიზნესს, რომ გაფართოვდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, წახალისდეს მცირე და საშუალო ბიზნესი,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას გადასახადების შემცირებაზე მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ზუგდიდში გარე მოვაჭრეები დაჯარიმდებიან
შემდეგი სტატიაწულუკიანი: აფგან მუხთალის საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟის საქმეა