ევროპული საქართველოს აქტივისტის თქმით, “ოცნების” კანდიდატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

მარნეულში “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევის თქმით, “ქართული ოცნების” კანდიდატი მირკაზიმ ყაგუბოვი ადგილობრივ აქტივისტს მაჰმედ ჰუსეინოვს ფიზიკურად გაუსწორდა.
მისი თქმით, შემთხვევა 58-ე საარჩევნო უბანთან, მარნეულის სოფელ ქვემო სარალში მოხდა.

მაჰმედ ჰუსეინოვი ამბობს, რომ მას დაპირისპირებისას მაისური შემოეხა და ასევე გაწყდა კუთვნილი ნივთი.

ადგილზე იმყოფება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაში„უნდა გავარკვიოთ ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი“ – ბესელია მარნეულში არსებულ სიტუაციაზე
შემდეგი სტატიაოზურგეთში 41-ე უბანზე ერთი ზედმეტი ბეჭედი აღმოაჩინეს