„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა : ვითხოვთ პასუხს, როდის ჩაეშვება ჩვენი კლიპი ეთერში

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ მარეგულირებელ კომისიასთან აქცია გამართა.

აქციის წევრებმა მოუწოდეს მარეგულირებელ კომისიას, რომ ტელევიზიებს „ევროპული საქართველოს“ კლიპის გაშვების ნება დაუყოვნებლივ დართოს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა ელიაძემ განაცხადა, კლიპის გაშვებას ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური კრძალავს.

„ბექაური არის ცენზორი. მარებულირებელი კომისია და ბიძინა ივანიაშვილის სურვილების ამსრულებელი ბექაური კრძალავს ჩაეშვას ეს კლიპი ქართულ მედია სივრცეში. ვითხოვთ პასუხს, როდის ჩაეშვება ჩვენს მიერ მომზადებული კლიპი ეთერში“ , – განაცხადა ლაშა ელიაძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა
შემდეგი სტატიაოცნების პარტიულ ღონისძიებას ნიკორწმინდელი მიტროპოლიტიც “პატივის მისაგებად” დაესწრო