„ევროპული საქართველო“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საღამოს შეხვდება – კანდელაკის პასუხი ჩუგოშვილს

„ევროპული საქართველო“ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას დღეს საღამოს, ოფიციალურ ვახშამზე აპირებს.

როგორც ცნობილია პარტიის წარმომადგენლები დღეს არ მივიდნენ პარლამენტში, სადაც ევროსაბჭოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მთავარი პოლიტიკური გზავნილების ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან აუცილებლად უნდა მივიდეს. მათ შორის არის მოსამართლეების დანიშვნის საკითხი და ვანო მერაბიშვილის საქმე.

„ჩვენ სტრასბურგში, როცა იმართება ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის სესიები მუდმივად გვაქვს კონტაქტი და იგი საქმის კურსშია თუ რა საკითხებია დრეს მწვავედ საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში და მან ეს საკითხები ახსენა კიდეც. კერძოდ, რა თქმა უდნა სასამართლოს საკითხი და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი. გარდა ამისა, ცხადია რომ მსჯელობის საფუძველს წარმოადგენს ბოლო რეზოლუცია, რომელიც მიღებული აქვს ასამბლეას საქართველოს შესახებ. ეს იყო 2014 წლის ბოლოს, რომელშიც ჩამოთვლილის წუხილებიც მათშორის პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მათშორის ძალადობაზე, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და ა.შ. ისევ აქტუალურია ამის შემდეგ ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და მისი ამ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხიც დღეს მწვავედ დგას რადგან მთავრობა იგნორირებას უკეთებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომ უნდა მოხდეს დამოუკიდებელი გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანისა და ესეც ევროსაბჭოს კონტექსტში ცხადია აქტუალურია. გარდა ამისა რა თქმა უნდა მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია ის დისკუსია რაც წარმოებს სტრასბურგში. კერძოდ, რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების შესახებ. და ჩვენი პოზიცია ცხადია, რომ ეს არის დაუშვებელი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი უკავშირდება საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს და არ უკავშირდება პოლიტიკური ვითარების შესწავლას.

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტში, საზეიმო სესია გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიმოწვეულები იყვნენ… ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოახერხეს მოსვლა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრას ოპოზიცია არ დაესწრო
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს