“ევროპული საქართველოდან” წასული 140 წევრიდან ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდა

ევროპული საქართველო კიდევ 140 წევრმა დატოვა – გადაწყვეტილება მათ რამდენიმე კვირის წინ მიიღეს.

დღეს პარტიის წევრების ნაწილმა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

განცხადება დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა, გიორგი თევდორაძემ, გააკეთა.

ევროპული საქართველოდან წამოსულ წევრებს შორის ოთხი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, სხვადასხვა რეგიონებიდან გაერთიანებას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები უერთდებიან. მათ შორის არის ოზურგეთის ქართული ოცნების წევრი, ცირა ჯინჭარაძე.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ახლა ოპოზიციის ერთობა აუცილებელია.

„უდიდესი პატივია და სიხარული, რომ ასეთი კვალიფიციური, პატრიოტი ადამიანები შემოურთდნენ ჩვენს გაერთიანებულ ოპოზიციას იმიტომ, რომ ჩვენი კი არა, ჩვენი სამშობლოს გამარჯვების, ამ საშინელი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის საწინდარი არის ჩვენი გაერთიანება. ვერცერთი პარტია მარტო ვერ გამოიყვანს ქვეყანას იმ უღრმავესი კრიზისიდან, რომელშიც ექვსი წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ჩააგდო ჩვენი ქვეყანა,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში„კონსერვატორები” სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს “
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე – მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება