ევროპული საქართველო თორდიას ცემის საქმეზე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

“ევროპული საქართველო” გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

შესამისი ინიციატივა ფრაქციამ საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დაარეგისტრა, დღეს კი ბიუროს სხომაზე იმსჯელებენ. საპალამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები დღესვე დააყენებენ საკითხს, მათი ინიციატივა უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში გაიწეროს.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ოთარ ფარხალაძე დღემდე არაფორმალურად მართავს მთავარ საგამოძიებო ორგანოს, რის გამოც საქმის ობიექტური გამოძიება არ მოხდება. მისივე თქმით, ხელისუფლება მის “გაპრავებას” ცდილობს.

ნადირაშვილის განმარტებით, ვითარებას ართულებს კორუფციული გარიგება, რომელზეც ლაშა თორდია საუბრობს და რომელშიც თბილისის მერია ფიგურირებს. ნადირაშვილი ამ საქმის ცლაკე გამოძიების აუცილებლობაზეც ლაპარაკობს. რამდენად შეიქმნება საგანოძიებო კომოსია, ამაზე ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრესტიჟის საკითხია.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის დაკითხვა განახლდა – პროკურორები თორდიას სახლში იმყოფებიან
შემდეგი სტატიათორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არის მცდარი – ფარცხალაძის ადვოკატი