“ევროპული საქართველო” თბილისის მერიას 4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისი“ მერიას სთავაზობს 4-პუნქტიან გეგმას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტი დაკორექტირდება და ის მიმართული იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“ჩვენ კონკრეტული ხედვას ვთავაზობთ მერიას.
1. ასაკით პენსიონერებისათვის, თბილისში მცხოვრები 203 000 ადამიანისთვის ყოველთვიური 50-ლარიანი საპენსიო დანამატის დაწესდეს, რაც მძიმე სოციალური ფონის პირობებში მცირე შეღავათი მაინც იქნება თბილისში მცხოვრები პენსიონერებისათვის.
2. თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრევენციისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი ტრასპორტის მუდმივი განვითარება, განახლება. “ქართული ოცნების“ მიერ მხოლოდ 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა განხორციელდა და არ არის გაფორმებული ახალი კონტრაქტი, რომელიც მომავალში უწყვეტად უზრუნველყოფდა ახალი, ადაპიტრებული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანას ქალაქში. მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მინიმუმ 100 ახალი ავტობუსის დამატება.
ასევე, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ქალაქში ტრამვაის შეჩერებული პროექტის განსაახლებლად. უკვე არსებობს ტრამვაის ერთი ხაზის: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის მიმართულებით, მშენებლობის კვლევა. 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანხა ტრამვაის ამ ხაზის პროექტის შესასყიდად, რაც უკვე 2019 წლიდან ამ ხაზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას მოგვცემს.
3. დღეს, თბილისის მოსახლეობის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საბავშვო ბაღებში ადგილების სიმცირე წარმოადგენს. 2018 წლის სექტემბრიდან უნდა შემოვიღოთ ყოველწლიური ვაუჩერი საბავშო ბაღის ასაკის თითოეულ ბავშვზე, დაახლოებით წლიურად 1500 ლარის ოდენობით. ეს შესაძლებელს გახდის საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვის დაფინანსებას, რაც ერთი მხრივ, დროში ძალიან სწრაფად მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
4. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხებისა თუ სხვა ეკონომიკური სრთულეების პირობებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს 10 %-ით, რაც ყოველწლიურად ბიზნესისთვის დატოვებულ დაახლოებით ‪16 000 000‬ ლარს ნიშნავს”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა. ‬‬‬

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ მუქარაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაქართველების დეპორტაციაზე უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია არ ყოფილა – წულუკიანი