“ევროპული საქართველო”: სწრაფი ტესტები გადაუდებელი აუცილებლობაა

ვირუსის გავრცელებასთან ეფექტურად ბრძოლისათვის, და იმისათვის, რომ მარნეულის შემთხვევა სხვა საავადმყოფოშიც არ განმეორდეს, ქვეყანაში ხარისხიანი სწრაფი ტესტები უნდა შემოვიდეს. კორონავირუსთან ბრძოლის სამხრეთ კორეული და ისრაელის წარმატებული სტრატეგია, რომელიც სწრაფ ტესტებს ეყრდნობა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
უფრო კონკრეტულად:
(ა) უნდა დავიცვათ მედპერსონალი სათანადო ეკიპირებით, შემთხვევების მართვის მკაფიო წესებით და მათი პერიოდული სწრაფი ტესტირებით
– კორონავირუსზე საეჭვო სერიოზული სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი საავადმყოფოს კარებში შესვლის მომენტიდან განხილული უნდა იყოს, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული იმის მიუხედავად, საბოლოოდ მას ვირუსი დაუდგინდება თუ არა. შესაბამისად, მასთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს შესაბამისად ეკიპირებულ მედპერსონალს მოქმედების შესაბამისი ინსტრუქციით და მკურნალობის პროტოკოლით.
– ყველა საავადმყოფოში უნდა იყოს ნაცხის სწრაფი ტესტი და ასეთ პაციენტს ეს ტესტი უნდა უკეთდებოდეს საავადმყოფოში შესვლისთანავე. თუ ტესტის პასუხი დადებითია, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს PCR-ტესტი (რასაც ლუგარის ლაბორატორია აკეტებს) და თუ პასუხი ისევ დადებითია, პაციენტი უნდა გადაიყვანონ სპეციალური მანქანით და ეკიპირებით შესაბამის საავადმყოფოში.
(ბ) ახლადგამოვლენილი კლასტერების სწრაფი ტესტირება
ახლადგამოვლენილი კლასტერების მასობრივი სწრაფი ტესტირება, მაგალითად, მარნეულში, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა, სწრაფად გამოეყო ინფიცირებულთა ჯგუფი და მხოლოდ მათი იზოლირება მოეხდინა: უსიმპტომოები და მსუბუქი სიმპტომებით – საკარანტინო სივრცეებში, არაინფიცირებულები სახლებში მაქსიმალური სოციალური დისტანცირებით. მცირე, მაგრამ სამწუხაროდ არის შანსი, რომ სწრაფ ტესტზე ვირუსი გაგვიძვრეს (ამ ტესტების სიზუსტე დაახლოებით 90%-ია). როგორც კი ვირუსი ახალ ადგილას ფიქსირება, ვიმეორებთ იგივე პროცედურას და ამით ვამცირებთ ვირუსის გავრცელების მასშტაბს.
ეს დაზოგავდა დიდ რესურსს. ასეთ ვითარებაში სწრაფი ტესტები უნდა უტარდებოდეს პოლიციელებს და ჯარისკაცებს, რომლებსაც ასევე სჭირდებათ სათანადო ეკიპირება.
სწრაფ ტესტებზე უარის თქმა ნიშნავს ვირუსის უფრო მეტ უკონტროლო და გაცილებით დიდი მასშტაბით გავრცელებას-აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერტ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულებულია
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: „ჯეო ჰოსპიტალში“ მყოფ პაციენტებს და პერსონალს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ