“ევროპული საქართველო” სემეკს მიმართავს

დღეს ‘’ევროპული საქართველოს’’ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სემეკს მიმართა და მოითხოვს, რომ ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართებს საცხოვრებელი მიზნით აქირავებენ და მათი საერთო შემოსავალი წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, კვლავ გააგრძელონ წყლის, დენისა და გაზის საფასურის საყოფაცხოვრებო ტარიფით გადახდა.

“ამ ადამიანებისთვის ბინის გაქირავება არა კომერციული საქმიანობა, არამედ საარსებოდ აუცილებელი შემოსავალი ამ უმუშევრობასა და საყოველთაო გაჭირვებაში. ასეთ შემთხვევებში საცხოვბრებელი ფართის ფუნქცია თვისობრივად არ იცვლება და მათთვის კომერციული ტარიფების დადგენა მიუღებელია,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

როგორც ცნობილია, სემეკი გეგმავს “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანოს და გაქირავებულ ბინებში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ახალ წესი შემოიღოს, რაც ბინის მეპატრონეებს წყლის გადასახადს გაუძვირებს.

ორშაბათს პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა “ევროპული საქართველოს” კანონპროექტს, რომელიც ბინის გამქირავებლისთვის მიკრო მეწარმის სტატუსის მინიჭებას ისახავს მიზნად. კანონპროექტის მიხედვით, ბინის ყველა გაქმირავებელს, ვისი წლიური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან არ აღემატება 30,000 ლარს, გათავისუფლდება იმ 5%-იანი გადასახადიდან, რომელსაც ისინი თავისი ბინის საცხოვრებლად გაქირავებისთვის იხდიან.

banner
წინა სტატიაში„შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ “თიბისი” ბანკმა ანაკლიის პორტი არ ააშენოს“ – გიგაური
შემდეგი სტატია“ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციები შეიძლება, გამკაცრებას მართლა საჭიროებდეს” – ჯანდაცვის მინისტრი