„ევროპული საქართველო“: სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით უნდა შეჩერდეს

კორონა ვირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპული საქართველო მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს.
შედეგად, დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ ლარი დარჩება, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად.

ევროპულ საქართველოს უკვე წარმოდგენილი აქვს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმ და გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს:
1) 2020 წელსვე საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირება, რაც 380 მლნ ლარს დაუტოვებს მოქალაქეებს ჯიბეში;
2) ქონების გადასახადის განახევრება, რაც 195 მლნ ლარს დაუტოვებს მეწარმეებს და
3) ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით შეამცირებს და ეს ასევე აისახება ფასების ზოგად შემცირებაზე.
ეს ყველაფერი მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქეებს, დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და შეაცერებს ფასების ზრდას

banner
წინა სტატიაშიშსს-ის ერთიანი მომსახურების ცენტრი დღეიდან მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება
შემდეგი სტატიაერთი კვირაა, რაც საეჭვო სიმპტომების მქონე ახალდაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება