“ევროპული საქართველო” საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს და სხდომების გახსნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს და სხდომების გახსნას ითხოვს. ოთარ კახიძის განცხადებით, საბჭოს სხდომების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში უნდა მოხდეს.

მისი თქმით, საზოგადოებაში პროცესის მიმართ უნდობლობაა და სხდომებში გასაჯაროება იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი კანდიდატის გაყვანას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წინაშე მოხდეს ამ ყველაფრის დემონსტრირება. მე, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, მივმართავ, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს, რომ ზეგინდელი სხდომა იყოს ღია და გამჭვირვალე,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ბრალდებაა ჩემს მიმართ, რომ მონაწილე ვარ კორუფციულ გარიგებებში” – მაკა ასათიანს “გამჭვირვალობის” კვლევასთან პრეტენზიები აქვს
შემდეგი სტატიატაილანდის გამოქვაბულიდან კიდევ ერთი მოზარდი გამოიყვანეს