„ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან დებატებს თანხმდება.

ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის გამართული დებატების ნახვის შემდეგ, საზოგადოება არჩევნებისთვის უფრო გააქტიურდება და დავით ბაქრაძის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

„რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ დებატებში მონაწილეობას. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, რომ ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსით არ მოიგოს ეს არჩევნები და მით უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას, რომ ის გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტები დებატებში ცოტა ხნის წინ გამართული ბრიფინგის საშუალებით მიიწვია. მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არაევროპულია და მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიას ეწვია